სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
809
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 809

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის № 12/230 წერილი) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – ქ. თბილისში, თავისუფლების მოედნის № 2-ში, I სართულზე არსებული 2647.41 კვ.მ ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01.15.05.075.011.01.506) და 540.98 კვ.მ ფართობის სარდაფის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01.15.05.075.011.01.505) გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

  პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია