საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 807
2009 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 515 000 (ხუთას თხუთმეტი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა)ახალციხის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის ხიდის აღდგენით სამუშაოთა შესასრულებლად;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაზიანებული წყლის სისტემების, ხიდ-ბოგირებისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესასრულებლად;
გ) ცაგერის მუნიციპალიტეტს – 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 13 ოჯახის საკომპენსაციოდ (თითო ოჯახისათვის 5 000 ლარი).
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური