„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
600
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №600

2008 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის № 563 განკარგულებაში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინან­სების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის № 563 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები, დამატებები და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბ­დეს ახალი რედაქციით:

„ 1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და დაზი­ა­ნებული შენობების აღდგენისათვის „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტე­ბის ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 72 752 350 (სამოცდათორმეტი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი, მათ შორის:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 136 000 (ხუთი მილიონ ას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 450 750 (სამი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;

გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 602 700 (ორი მილიონ ექვსას ორი ათას შვიდასი) ლარი;

ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 485 900 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;

ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;

თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი;

ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 27 628 000 (ოცდაშვიდი მილიონ ექვსას ოცდარვა ათასი) ლარი;

კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;

ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

მ) მუნიციპალური განვითარების ფონდს – 25 200 000 (ოცდახუთი მილიონ ორასი ათასი) ლარი.

2. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესა­ბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას და­ე­მატოს ორგანიზაციული კოდი „ 25 17 – საომარი მოქმედე­ბების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განსა­ხორციელებელი ღონისძიებები “ .

3. „ სახელწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორ­ცი­ელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორ­ციელება ეთხოვოთ საქართველოს ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთე­ულებში სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს, სახელმწიფო მინისტრს რეგიონული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ. გილაური). “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია