საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
598
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №598

2008 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ 63-ე მუხლის შესაბამისად  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილე­­ბები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

„ საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვ­რის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ “ ;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„ 1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საც­ხოვ­რებელი სახლებით უზრუნველყოფის მიზნით „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კა­ნონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქარ­თველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი­დან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგი­ლობ­რივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს  28 954 350  (ოცდა­რვა მილიონ ცხრაას ორმოცდათოთხმეტი ათას სამას ორმოც­დაათი) ლარი მათ შორის:

ა) თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 136 000 (ხუთი მილიონ ას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 450 750 (სამი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;

გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 632 700 (ერთი მილიონ ექვსას ოცდათორმეტი ათას შვიდასი) ლარი;

ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 485 900 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;

ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას _ 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;

თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;

ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 12 700 000 (თორმეტი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია