,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
803
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 803

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, დამატება და № 5 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფელ მუღანლოში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ბ) სოფელ ახალსოფელში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

გ) სოფელ გამარჯვებაში სასმელი წყლის 100-ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა და შიდა სისტემის რეაბილიტაცია;

დ) სოფელ ლემშვენიერაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ე) სოფლების: ნორიოს, ნაგებისა და ყარათაკლიის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ვ) სოფელ გამარჯვებაში სპორტული დარბაზის მშენებლობა.“ .

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია