საქართველოს მთავრობის
განკარგულება №540
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
ი. ღვალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური