2008-2009 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
593
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-11
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
2008-2009 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №593

2008 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

2008-2009 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. 2008-2009 წლების ზამთრის სეზონთან დაკავ­შირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს:

ა) მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ყოფილი სა­კოლ­მეურნეო ტყეების შესაბამისი თვითმმართველი ერთე­ულებისათვის გადაცემის პროცესის დასრულებამდე აღნიშ­ნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახ­ლეობის საშეშე მერქნით მომარაგება;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა” ქვე­პუნქტში აღნიშნულ პროცედურათა გათვალისწინებით, თვით­მმართველი ერთეულების მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე, ერთობლივად, კომისიური წესით ტყეკაფების გამოყოფის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძი­ებათა განხორციელება და დადგენილი წესით გასცეს საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუ­მენტები.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია