რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შესწავლისა და დადგენისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
591
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შესწავლისა და დადგენისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №591

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შესწავლისა და დადგენისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თველოს კა­ნონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას რუსეთის ფედე­რაციის სამხედ­რო აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვის­ტოში საქართველოს სამოქალაქო სექტორი­სათვის მიყენებული ზა­რა­ლის შემსწავლელი და დამდგენი სამ­თავრობო კომი­სია შემ­დეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის პირველი მოადგილე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს მთავრობის კანცე­ლარიის უფროსი

თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინის­ტრის პირველი მოადგილე

ნიკოლოზ გვარამია - საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი

ნიკოლოზ გილაური - საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი

ირაკლი გიორგობიანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

რეზო ენუქიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი

ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თარების მინისტრის პირველი მოადგილე

თამარ მარტიაშვილი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

ირაკლი ღვალაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თარების მინისტრი

ალექსანდრე ჩიკვაიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მინისტრის მოადგილე

ბესიკ წერედიანი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოად­გილე.

2. კომისიამ:

ა) უზრუნველყოს სამთავრობო უწყებებში შექმნილი კო­მი­სიებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია და მათი შეთანხმებული მუშაობა;

ბ) შეაჯეროს სხვადასხვა სექტორული და თემატური კო­მი­სიისა და სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ.   გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია