რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
535
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №535

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფე­დერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული და სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საც­ხოვრებელ სახლებში განსახლებული მოსახლეობისათვის, რომელთა დაბრუ­ნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე შეუძლებელია (ამ ადგი­ლების ოკუპაციის გამო), საქართველოს ლტოლვილთა და გან­სახლების სამინისტრომ უზრუნველყოს საოჯახო ინ­ვენ­ტა­რის, სა­კ­ვები პროდუქტებისა და სხვა პირველადი მოხმა­რე­­ბის საგ­ნების შეძენა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს ლტოლ­ვილთა და განსახლების სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიმართოს 179 800 (ას სამოცდაცხრამეტი ათას რვაასი) ლარი.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქონლის სახელმწიფო შეს­ყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართ­ველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესა­ბა­მისად.

 

პრემიერ-მინისტრი                     ნიკა გილაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია