საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №588
2008 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის № 26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. გადაეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება ( „ უაზის “ ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 ავტომობილი).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება განკარგულების შესრულების მიზნით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე