ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
72
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 72

2008 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ქალაქ ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მიზ­ნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვა­ლისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორცი­ელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიას ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდისათვის გადასაცემად გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეუ­ლებ­ში (ქ. ფოთის, ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიცი­პალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი              ვ . გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია