საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 66
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
პ. პეტრიაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე