სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
61
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 61

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

1. „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამე­ლიო­რა­ციო სისტემების ფუნქციონიების ხელშეწყობის ღონისძიე­ბა­თა დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ნ. გილაური):

ა) საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გან­საზ­ღვრული სამელი­ორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელ­შეწყობის ღონისძი­ებათა ასიგნებებიდან საკრედიტო რე­სურ­სად გამოყოს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულებები შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებ­ლობის საზოგადოებებთან:

„ სიონი-მ “ – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

„ ალაზანი-მ “ – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

„ მტკვარი-მ “ – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ორი წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, სესხის სარ­გებლად – წლიური ერთპროცენტიანი განაკვეთი;

გ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკარიშვილმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია