საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 60
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ
1. სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობისა და რეაბილიტაციის გადაუდებელ სამუშაოთა მაღალხარისხიანად შესრულებისათვის საქართველოს სოფლის მე-ურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად „ სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის “ პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში და სსიპ – საქართველოს საწარმოთა მართვის სააგენტოს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა ბალანსზე არსებულ ქონებაზე განხორციელებულ სამუშაოთა შესახებ.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე