საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 57

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერ­ნატორების ფუნქცია - მოვალეობების შესასრულებლად საჭირო მაღალი გამავლობის ავტომობილების შესაძენად საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეგიონული მართვის საკითხებში გამოუყოს 226 000 (ორას ოცდაექვსი ათასი) ლარი.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესა­ბამისად პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზ­ნით შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპა­რაკების საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია