|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 თებერვლის №35/ნ ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. |
| მუხლი 2 |
დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს. |
| მუხლი 3 |
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. |
| მუხლი 4 |
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა
|
| მუხლი 5 |
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება; გ) პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების განხორციელების კოორდინაცია; დ) პროფესიული განათლების განვითარების მიზნით ღია კონკურსების ორგანიზება, პროექტების შეფასებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კონტროლი;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ვ) მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
ზ) (ამოღებულია - 06.07.2016 №74/ნ);
თ) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;
ი) (ამოღებულია - 06.07.2016 №74/ნ);
კ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელების მიზნით;
ლ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში მონაწილეობა;
მ) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო სათათბირო ორგანოების ინსტიტუციური მხარდაჭერა; ნ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;
ნ1) პროფესიული განათლების სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების -საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია; ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 6 ივლისის ბრძანება №74/ნ - ვებგვერდი, 07.07.2016წ.
|
| მუხლი 6 |
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
1. პოლიტიკის სამმართველო;
2. მონიტორინგის სამმართველო; 3. პარტნიორობის განვითარების სამმართველო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 თებერვლის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 08.02.2017წ.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
|
| მუხლი 7 |
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 6 ივლისის ბრძანება №74/ნ - ვებგვერდი, 07.07.2016წ.
|
| მუხლი 8 |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ე) აკონტროლებს და აფასებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის ან დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის განუხორციელებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. |
| მუხლი 9 |
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში; დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. |
| მუხლი 10 |
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. |
| მუხლი 11 |
1. პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია;
ბ) პროფესიული განათლების სფეროში არსებული პრობლემების ანალიზი და ამ პრობლემათა აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში მონაწილეობა;
ე) პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სოციალური პარტნიორების მიერ განსახორციელებელი პროექტების შეფასება, ამ პროექტებით გათვალისწინებული აქტივობების პროფესიული განათლების სახელმწიფო პოლიტიკასთან თავსებადობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ვ) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და პროგრამების განხორციელების ანალიზსა და შეფასებაში მონაწილეობა;
ზ) დეპარტამენტის ანგარიშებისა და პროფესიული განათლების სფეროში სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
თ) პროფესიული განათლების სფეროში კვლევების საჭიროების განსაზღვრა;
ი) პროფესიული განათლების სფეროს ირგვლივ ჩამოყალიბებულ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში, ასევე უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა;
კ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ლ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. პოლიტიკის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 6 ივლისის ბრძანება №74/ნ - ვებგვერდი, 07.07.2016წ.
|
| მუხლი 12 |
1. მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება; ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საინფორმაციო ცენტრების კოორდინაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაციის პერიოდში; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; დ) (ამოღებულია - 06.07.2016 №74/ნ); ე) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია; ვ) სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შეფასება; ზ) პროფესიული განათლების სფეროში სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით; თ) პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი; ი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი; კ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, ასევე კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების დავალებების შესრულების მონიტორინგი და შეფასება; ლ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რეკომენდაციების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი და შეფასება; მ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოვლენილ დარღვევებზე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ინფორმირება; ნ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა; ო) მონიტორინგისა და შეფასების გეგმების შედგენა და განხორციელება; პ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ჟ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. მონიტორინგის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 6 ივლისის ბრძანება №74/ნ - ვებგვერდი, 07.07.2016წ. |
| მუხლი 13 |
1. პარტნიორობის განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორების იდენტიფიკაცია და სეგმენტაცია; ბ) სოციალური პარტნიორობის მექანიზმების განსაზღვრა და ამ მექანიზმების მუშაობის ხელშეწყობა; გ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორების საქმიანობის კოორდინაცია; დ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია პროფესიული განათლების სფეროში; ე) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო სათათბირო ორგანოების ინსტიტუციური მხარდაჭერა; ვ) (ამოღებულია - 06.07.2016 №74/ნ); ზ) (ამოღებულია - 06.07.2016 №74/ნ); თ) პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართვის მექანიზმების შემუშავება; ი) პროფესიული განათლების ვებპორტალის ადმინისტრირება; კ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება; ლ) პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება; მ) (ამოღებულია - 06.07.2016 №74/ნ); ნ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ო)კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. პარტნიორობის განვითარების სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტნიორობის განვითარების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 6 ივლისის ბრძანება №74/ნ - ვებგვერდი, 07.07.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 თებერვლის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 08.02.2017წ. |