|
მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს, საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლებს და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 ნოემბერი 2013 წ. N1643-Iს |