საქართველოს მთავრობის
განკარგულება №525
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის № 204 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის № 204 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი. “ .
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური