საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
521
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №521

2009 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს შპს ,,რუსმეტალის” წინადადება ლუ­­ხუნ­იჰესი – 1-ის, ლუხუნიჰესი – 2-ისა და ლუხუნიჰესი – 3-ის მშე­ნებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ.

2. ,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008” – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის № 107 დად­გენილებით დამტკიცებული წესის 24-ე პუნქტის საფუძველზე შპს ,,რუსმეტალის” მიერ ლუხუნიჰესი – 1-ის, ლუხუნიჰესი – 2-ისა და ლუხუნიჰესი – 3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვაზე არ გავრცელდეს ზემოთ აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესი.

3. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის ლუხუნიჰესი – 1-ის, ლუხუნიჰესი – 2-ისა და ლუხუნიჰესი – 3-ის მშე­ნებლობის, ოპერირებისა და ფლო­ბის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორან­დუმი.

 4. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კა­ნო­ნის 27-ე მუხლის შესაბამისად ურთიერთგაგების მემორან­დუმს ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

 

პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური  

კრებსითი — სრული ვერსია