„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მშენებარე მონაკვეთზე (მარცხენა მიმართულება) ტექნიკური პარამეტრების სრულყოფისა და მოძრაობის ორივე მიმართულებაზე ერთნაირი (ცემენტობეტონის) საფარის მოწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 აპრილის №324 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
789
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მშენებარე მონაკვეთზე (მარცხენა მიმართულება) ტექნიკური პარამეტრების სრულყოფისა და მოძრაობის ორივე მიმართულებაზე ერთნაირი (ცემენტობეტონის) საფარის მოწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 აპრილის №324 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 789

2009 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მშენებარე მონაკვეთზე (მარცხენა მიმართულება) ტექნიკური პარამეტრების სრულყოფისა და მოძრაობის ორივე მიმართულებაზე ერთნაირი (ცემენტობეტონის) საფარის მოწყობის შესახებ “   საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 აპრილის № 324 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მშენებარე მონაკვეთზე (მარცხენა მიმართულება) ტექნიკური პარამეტრების სრულყოფისა და მოძრაობის ორივე მიმართულებაზე ერთნაირი (ცემენტობეტონის) საფარის მოწყობის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 აპრილის № 324 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) განკარგულების ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად;

ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. პროექტის შესაბამისი კორექტირებით გათვალისწინებული – 2009 წლის ბოლომდე შესასრულებელი დამატებითი სამუშაოების სრული დაფინანსება განხორციელდეს „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან „ აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი II “ (ორგანიზაციული კოდი 25 03 02 04) მუხლის „საბიუჯეტო სახსრების “ ნაწილის ფარგლებში, გზის მითითებული მონაკვეთის მშენებლობაზე არსებულ № SEWHIP/CW/ICB-01 კონტრაქტში შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, ხოლო 2010 წელს შესასრულებელი დამატებითი სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. “ .

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია