სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
782
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 782

2009 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 16 ოქტომბრის № 16/1319 წერილი) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – სამტრედიაში, ჯავახიშვილის ქ. № 7-ში მდებარე შენობისა (I სართული – 406.1 კვ.მ; II სართული – 392 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 519 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 340856002) გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია