ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 779
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. № 3 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიას – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაცია;
ბ) მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია;
გ) თეატრის მშენებლობა;
დ) სპორტული დარბაზის მშენებლობა;
ე) მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია;
ვ) სანიაღვრე არხებისა და წყალსადენ-კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;
ზ) განათებისათვის ბოძების შეძენა. “ .
2. № 5 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი ლარი) შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ბოლნისის წყალსადენისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია (მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანადაფინანსებით);
ბ) ქ. ბოლნისში, ანდრეევკის დასახლებაში ქუჩების მოასფალტების სამუშაოთა შესრულება. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური