საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
547
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-08-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №547

2008 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი­ალუ­რი დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) უზრუნ­ველყოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღ­რიცხუ­ლ საქარ­თველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედე­გად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინან­სთა სამინისტროში წარდგენა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს საბიუ­ჯეტო სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-13 მუხ­ლის შესაბამისად „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინე­ბუ­ლი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გარ­დაც­ვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებს გამოუყოს ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეული ოჯახისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია