ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 777
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სენტ ლუჩიის მუდმივი წარმომადგენლობისათვის 2009 წლის 9 სექტემბერს ხანძრით დაზარალებული საავადმყოფოს (St. Jude ’ s Hospital ) აღსადგენად ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებებისათვის (წარმომადგენლობებისათვის) განსაზღვრული ასიგნებებიდან გამოუყოს 10 000 (ათი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სენტ ლუჩიის მუდმივ წარმომადგენლობ ას 2009 წლის 9 სექტემბერს ხანძრით დაზარალებული საავადმყოფოს ( St. Jude ’ s Hospital ) აღსადგენად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური