საქართველოს მთავრობის
განკარგულება №390
2009 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების გენეტიკური ექსპერტიზისათვის საჭირო პრეპარატების (რეაგენტების) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური