საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №540
2008 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს № 529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს № 529 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ. გილაური) გამოეყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი, ხოლო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (თ.მარტიაშვილი) – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე