საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 34
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე
1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის „ სუვერენული რეიტინგი და საგარეო ვალის მართვა და რეფინანსირება “ ორგანიზაციული კოდით (25 03) გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეუფერხებელი განხორციელებისათვის შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე