,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 იანვრის N2 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 28/01/2013, 190020020.35.146.016033) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
,,მუხლი 131. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების საახალწლო დახმარება
1. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს, ახალი წლისთვის სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი ბრინჯი, 5 კილოგრამი მაკარონი) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად.
2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად“.
|