საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №518
2008 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მიმდინარე წელს უკან დაბრუნების პირობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს დროებითი ფინანსური დახმარება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო რწუნებულმა – გუბერნატორმა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ფოთი) ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე