„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №682 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
232
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №682 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 232

2008 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის № 682 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის № 682 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

გ.ა) დაბა ასპინძა – შიდა გზების შეკეთება – 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი;

გ.ბ) სოფ. აწყვიტა – მისასვლელი გზის შეკეთება – 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;

გ.გ) სოფ. დამალას შიდა გზის შეკეთება – 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი;

გ.დ) სოფ. ტოლოში – სასმელი წყლის შიდა ქსელის შეკეთება – 10 500 (ათი ათას ხუთასი) ლარი;

გ.ე) დაბა ასპინძაში 9 აპრილის ქუჩის გზის კეთილმოწყობა – 10 500 (ათი ათას ხუთასი) ლარი. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                               ვ . გურგენიძე

      

 

კრებსითი — სრული ვერსია