საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 229
2008 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის ნებართვის მიცემის შესახებ
1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისათვის ნება დაერთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს მთავრობის 50-დღიანი სამოქმედო გეგმის საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით – პროგრამის ფარგლებში კონკრეტული პროექტებისათვის საქონლის, სამუშაოთა ან/და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე