სსიპ - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტის მომსახურების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
502
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტის მომსახურების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №502

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტის მომსახურების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ დიპლომისშემ­დგომი სამედიცინო განათლების პროგრამის“ ფარგლებში 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტის (ორგანიზაციული კოდი 35 23 03 01)

მომსახურების შესყიდვა 52 409 (ორმოცდათორმეტი ათას ოთხას ცხრა) ლარის ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია