„ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით გათვალისწინებულ ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტებზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სტატუსის გავრცელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
227
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით გათვალისწინებულ ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტებზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სტატუსის გავრცელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №227

2008 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

„ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით გათვალისწინებულ ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტებზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სტატუსის გავრცელების შესახებ

1. „ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით დამტკიცებული ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით და „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

ა) „ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით გათვალისწინებულ ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტებს მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სტატუსი;

ბ) ამ ობიექტების მშენებლობის ნებართვები გასცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია