„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის №225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
500
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის №225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №500

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის №225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტო­რიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ­ლების დართლოსა და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის № 225 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 2008 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის საპ­როექტო დოკუმენტაციის შედგენის მეორე ეტაპისათვის საჭირო ღონისძიებათა და ოთხი საცხოვრებელი სახლის (ლენა ნაგუ­რაიძის საცხოვრებელი სახლი № 1; რუბენ ბიღოიძის საცხოვ­რებელი სახლი № 32; საცხოვრებელი სახლი № 33 და ჟიგე ლუკოიძის საცხოვრებელი სახლი № 50) სარეაბი­ლიტაციო სამუშაოების განხორციელება.“ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია