საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება № 4 98
2008 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვ ის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის № 125 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის № 125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტს დაემატოს:
„ - 200 000 (ორასი ათასი) ლარი – ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის სამუშაოები;
- 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი – ქ. წნორსა და ქვემო ბოდბეში მინისტადიონების მოწყობა;
- 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე