სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
366
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-05-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №36 6

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

 1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თარების მინისტრის 2009 წლის 5 მაისის № 15/478 წერილი) ქობულეთის მუნიციპალიტეტი­სათვის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის მუნიციპალური სამსახურის განთავსების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, თავისუფ­ლების ქ. № 13-ში მდებარე 1176 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგე­ბობისა და მასზე დამაგრებული 1024,4 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ.

 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორ­ცი­ელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

 პრემიერ-მინისტრი     ნიკა გილაური

   

 

კრებსითი — სრული ვერსია