ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 766
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტები: „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ , „ წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ , „ ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „ მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „ სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 10.07.09, № 1/191).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური