,,საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის” გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
478
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის” გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება № 478

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის” გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1.    ,,საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იან­ვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპო­რაციისათვის” გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” გადაკისრებული სესხი და მასზე 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარიცხული პროცენტი დაფა­როს 2012 წლის 1 იანვრამდე.”.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას­თან” გაფორმებული ვალის გადაკისრებისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობის რეგულირების შესახებ ხელშეკრულებაში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია