არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ეროვნული ლატარიის ფონდის ლიკვიდაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
751
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ეროვნული ლატარიის ფონდის ლიკვიდაციის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 751

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ეროვნული ლატარიის ფონდის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2009 წლის 24 მარტის საქართველოს კანონის მე-2 მუხ­ლის საფუძველზე:

1. ლიკვიდირებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერ ­ცი ­ული) იურიდიული პირი – ეროვნული ლატარიის ფონ ­დი.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, ეკონო ­მიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 30 ნოემ ­ბრამდე უზრუნველყონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ეროვნული ლატარიის ფონდი ს სა ­ლიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ნ . გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია