|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ნოემბრის №29 დადგენილების დანართ №1–ში შეტანილ იქნას (სსმ 25.11.2013 სარეგისტრაციო კოდი 010250020,35,105,016132) ცვლილება, კერძოდ: |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 3 გამგეობის სამსახურის უფროსისა და საკრებულოს აპარატის უფროსის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება (საჯარო სამსახურში), სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. ‘’ |
| მუხლი 2 |
დადგენილების დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი; |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|