,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
502
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №502

2009 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორ­ციე­ლებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ სა­ქარ­­­თველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარ­გულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  ა) № 2 დანართის მე-6 პუნქტის ,,ა ” ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:        

,,ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებ­ლობა; “ ;

  ბ) № 2 დანართის მე-9 პუნქტის ,,დ “ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ქ. ტყიბულში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე დას­ვენების პარ­კის აღდგენა; “ ;

  გ) № 9 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

  ,,1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების გან­­სახორციელებლად:

ა) სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

  ბ) სასოფლო წყალსადენების რეაბილიტაცია;

   გ) ბაგა-ბაღის შენობების რეაბილიტაცია;

  დ) ქ. ამბროლაურის კეთილმოწყობის სამუშაოები;

   ე) ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია;

   ვ) კულტურის ობიექტებისათვის ინვენტარის შეძენა;

  ზ) მდინარეთა რეგულაცია;

  თ) საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია;

  ი) სოფლად სამთო გზების რეაბილიტაცია;

  კ) ქ. ამბროლაურში საერთო სარგებლობის საყოფაც­ხოვ­რებო ობიექტის კაპიტალური რემონტი. “ .

 

 პრემიერ-მინისტრი     ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია