„დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
18-54
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2013-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-03
სარეგისტრაციო კოდი
010270000.36.101.016195
„დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №18-54

2013 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებაში (საქართველოს რესპუბლიკა, 25.06.2009, №127-128) და გადაწყვეტილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.  
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შიხიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია