საქართველოს მთავრობის
განკარგულება №492
2009 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისა და ბათუმის № 3 საჯარო სკოლაში 200 9-2010 სასწავლო წლის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში დაწყებისათვის, სასწავლო პროცესის ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველყოფის მიზნით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს ბათუმის № 3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების ან/და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2009 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური