ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-25
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.164.016100
ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 25.11.2014 წ. №44)

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2013 წლის 28 ნოემბერი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკველიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).
მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ლომიძე



 

ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები


მუხლი 1
ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
1. ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი:
2. საოფისე კომპიუტერული პროგრამების  Microsoft  Office Word, Microsoft Office Excel  და  Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.
მუხლი 2
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა  სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, ხელმძღვანელ საჯარო თანამდებობაზე  მუშაობის  6-თვიანი გამოცდილება ან  მენეჯერული საქმიანობის 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება,  სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 3
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა,  სავალდებულოა  პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 6-თვიანი გამოცდილება  ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება,  სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 4
 გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე,  გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა  სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მენეჯერული საქმიანობის 6-თვიანი გამოცდილება  ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება მაინც, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 5
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე,  გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა  სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მუშაობის 6-თვიანი  გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 
მუხლი 6
მთავარი სპეციალისტის და წამყვანი სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად, საჭიროა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 7
უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა  პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნები და საჭირო უნარები.

კრებსითი — სრული ვერსია