აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
85-უ.ს.რ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2013-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-02
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016023
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრით. კომისია მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომისიის წევრთა მინიმალური რაოდენობის ნახევარზე მეტი და მათ შორის არჩეულია კომისიის თავმჯდომარე.  უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია იყოს ერთი კომისიის შემადგენლობაში. უმაღლესი საბჭოს წევრის ერთზე მეტ კომისიაში გაწევრიანების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი დამატებითი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს კომისიის შემადგენლობაში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კომისიაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.“.

2. 24-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ფრაქციის მიერ მისი კომისიიდან გამოწვევის შემთხვევაში;

გ) იმ ფრაქციიდან გასვლის შემთხვევაში, რომლის კვოტითაც იყო იგი დანიშნული;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს შესაბამის დადგენილებაში ცლილების შეტანისთანავე.“.

3. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.“.

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

29 ნოემბერი 2013 წ.

N85-უ.ს.რ.ს.

კრებსითი — სრული ვერსია