„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ნოემბრის №183/ნ ბრძანებაში (
www.matsne.gov.ge, 25/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016703) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 პუნქტის 2.2. ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (უპირატესობა მიენიჭება სამართალმცოდნეობის ან ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობის მქონე პირს).“.