საქართველოს მთავრობის
განკარგულება №47 7
2009 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
ი. ღვალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ”, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური