ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
469
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №469

2009 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართვე­­ლოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კა­ნო­ნის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რე­გიო­ნებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი ზუგ­დიდის მუნიციპალიტეტის სო­ფელ განმუხურში ზღვისპირა ზოლ­ზე განთავსებული ინფრას­ტრუქტურის აღდგენითი სამშენებ­ლო სამუშაოების განსა ხორციე­ლებლად.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერ­ნატორმა ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია