იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელშეწყობით აშენებული საცხოვრებელი სახლების აღჭურვის ღონისძიებათა ხელშეწყობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
743
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელშეწყობით აშენებული საცხოვრებელი სახლების აღჭურვის ღონისძიებათა ხელშეწყობის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 743

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელშეწყობით აშენებული საცხოვრებელი სახლების აღჭურვის ღონისძიებათა ხელშეწყობის შესახებ

1. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგა­დო­ების (GTZ) მიერ განსახორციელებელი პროექტის ფარ­გლებში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილ­­თათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელ­შე­წყობით აშენებული 300 საცხოვრებელი სახლისათვის პირვე­ლადი მოხმარების საგნების შეძენისა და აღჭურვი­სათ­ვის შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლების ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული საქარ­თვე­­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნისტროს გამოუყოს 516 000  (ხუთას თექვსმეტი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს საბიუჯე­ტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს ლტოლ­ვილ­თა და განსახლების სამინისტროს წინადადების სა­ფუძ­­ველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები წლი­­­ური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზა­ცი­ულ კლასიფიკაციაში.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია