„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №129 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
437
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №129 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №43 7

2009 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 129 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 129 განკარგულებაში შეტა­ნილ იქნეს შემ­დეგი ცვლილებები და დამატება:

  ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ”, „ო”, „პ”, „ჟ” და „რ” ქვეპუნქტები:

„ნ) ინდივიდუალური მეწარმე „ბესიკ ახალაია” – 20 100 (ოცი ათას ასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 120391780);

ო) ინდივიდუალური მეწარმე „გიორგი მიშველია” – 20 100 (ოცი ათას ასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 19001084976);

პ) ინდივიდუალური მეწარმე „ნინო გაბრავა” – 20 100 (ოცი ათას ასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 120356907);

ჟ) ინდივიდუალური მეწარმე „ელგუჯა გურიელი” – 20 100 (ოცი ათას ასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 120361508);

რ) ინდივიდუალური მეწარმე „მამუკა ბერაია” – 20 100 (ოცი ათას ასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 120371908).~;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქ­ციით:

„7. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან მეორე რიგის გირავნობით, მა­ღალ­რეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიითა და მა­ღალ­რეიტინგული სადაზღვევო კომპანიების მოწმობით (პოლი­სით). ინდივიდუალურ მეწარმეებს სესხის უზრუნველყოფა არ მო­ეთხოვებათ პირველი პუნქტის „ნ”, „ო”, „პ”, „ჟ” და „რ” ქვე­პუნ­ქტებით გათვა­ლის­­წი­ნე­ბული სესხის შემ­თხვე­ვაში.

  8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქარ­თვე­ლოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშ­ნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრუ­ლებები და გასცეს სესხი. ფონდმა მოახდინოს გაცემული სეს­ხის დოკუმენტური მონიტორინგი, გარდა პირველი პუნქტის „ნ”, „ო”, „პ”, „ჟ” და „რ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხის შემ­თხვე­ვისა.”.

 

პრემიერ-მინისტრი      ნიკა გილაური

 

      

 

კრებსითი — სრული ვერსია